ვინ ვართ ჩვენ

 

ვინ ვართ ჩვენ?

 

ჩვენ ვართ „ბივიჟენი“ -  კომპანია, რომელიც პარტნიორებს მონაცემების ინტეგრაციის, ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის მრავალფეროვან ბიზნეს გადაწყვეტილებათა სპექტრს სთავაზობს.

 

დამოუკიდებელ ბრენდად 2021 წლიდან ჩამოვყალიბდით, თუმცა საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ვმოღვაწეობთ და ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა.

 

ჩვენ ვართ ბიზნეს-ანალიტიკაში (BI) მსოფლიოში ლიდერი და საერთაშორისო ბრენდის Qlik-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობენ როგორც  უმსხვილესი კომპანიები საცალო, ფინანსურ, საწარმოო, ფარმაცევტულ, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა ინდუსტრიებში, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიები.

 

50-ზე მეტი წარმატებული პროექტი და კმაყოფილი კლიენტი ჩვენი კომპეტენციის მყარი დასტური და გარანტიაა.

 

 

 

მისია

 

 „მართე მონაცემებით“- მცირე და საშუალო ზომის ქართულ ორგანიზაციებში  დავამკვიდროთ ბიზნესის ციფრებით მართვის კულტურა

 

 

 

პრინციპები და ფასეულობები

 

ვახორციელებთ პროექტებსა და პროდუქტებს Turn Key მიდგომით, დამკვეთს მხარდაჭერას პროექტის ყველა ფაზაზე ვუწევთ. არ ვყიდით გადაწყვეტილებებს თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროექტს კლიენტისთვის ინვესტიციაზე მაღალი უკუგება ექნება. თითოეულ თანამშრომელს ვუდგებით როგორც ოჯახის წევრს და ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო გარემო თვითრეალიზაციისათვის.