სამედიცინო დაწესებულებების ანალიტიკა

BiMedical

მოითხოვე დემო

BiMedical -სამედიცინო დაწესებულებების ანალიტიკა

BiMedical – სამედიცინო დაწესებულებების ინოვაციური ბიზნესანალიტა

BiMedical, ძირითადად განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებების დირექტორებისა და დამფუძნებლებისთვის. ის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო ინსტრუმენტს წარმოადგეს.

 

მისი მთავარი უპირატესობები მარტივი, ინტუიციური ინტერფეისი და ინფორმაციის მიღების მაღალი სიჩქარეა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყველა შეკითხვაზე დეტალური პასუხი უმოკლეს ვადაში, ნებისმიერი მობილური მოწყობილობიდან, დამოუკიდებლად მიიღონ.

BiMedical-ის უპირატესობების მოკლე ჩამონათვალი

სამედიცინო ბიზნეს ანალიტიკის საოპერაციო და ფინანსური მოდულები:

 

  • ნებისმიერი წყაროდან მონაცემების დამუშავება რეალურ დროში;
  • ბიზნესისა და ძირითადი მაჩვენებლების ანალიტიკა ერთ სივრცეში, ხელისგულზე;
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლების ანალიზი;
  • აპარატის დატვირთულობის ანალიზი და ეფექტურად გამოყენების გზების მოძებნა;
  • სამედიცინო პერსონალის დატვირთულობის ანალიზი და მართვა;
  • პაციენტების ასაკობრივი და გენდერული ანალიზი სერვისების მიხედვით;
  • სერვისების მომგებიანობისა და ხარჯების დეტალური (ქეისი) ანალიზი;
  • ბანკებთან ურთიერთობის გამარტივება;
  • შესყიდვების (ნომენკლატურის რაოდენობის და ფასების) კონტროლი და ანალიზი.

Qlik Sense : მსოფლიოს ლიდერი ბიზნეს ანალიტიკის (Business Intelligence) პლატფორმა

Qlik Sense ბიზნეს ანალიტიკური სისტემაა , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გამოყენებადი გადაწყვეტაა. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროებში მიმოფანტული მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრა, სტრუქტურიზება, ვიზუალიზაცია და შემდგომი ანალიზი.

 

Qlik Sense არ საჭიროებს მონაცემთა საცავებს (DWH) და ინფრასტრუქტურის დამატებით ხარჯებს.

 

Qlik Sense გვეხმარება ბიზნესის დადებითი და უარყოფითი მხარეების დადგენაში,  რაც აუმჯობესებს სტრატეგიის შერჩევა-დაგეგმარებას. ამასთან ერთად, სრულად ათანამედროვებს პროცესების ჯაჭვს და სწრაფად ადაპტირდება ცვალებად მოთხოვნებზე.

 

სისტემის დახმარებით მარტივად შეაფასებთ თითოეული პროდუქტისა თუ სერვისის ზეგავლენას კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე.