ვებინარი - ბიზნეს ანალიტიკა(BI)

  • 29 / 04 / 20
  • Online
  • 10:00

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

რა სჭირდება ბიზნესს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად?

 

რა თქმა უნდა, სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ერთიანი სურათის დანახვა ხშირ შემთვევაში გაბნეული მონაცემების თავმოყრას საჭიროებს, რაც მათი განსხვავებული ბუნების, წყაროებისა და სხვა მახასიათებლების გამო არც თუ ისე მარტივია. ამასთან, მონაცემები ყოველწამიერად იცვლება, რაც ბიზნესის „პულსის“ მუდმივი კონტროლის საჭიროებას წარმოშობს.

 

გიწვევთ ვებინარზე, სადაც გიჩვენებთ ამ ამოცანების გადაწყვეტის საუკეთესო გზებს „Qlik ბიზნეს ანალიტიკის“ მაგალითზე. საუბარი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

 

● ციფრული ტრანსფორმაცია; 
● გაბნეული მონაცემების ერთიან სისტემაში ინტეგრაცია;
● ცვლილების ასახვა რეალურ დროში;
● ნებისმიერი მოცულობის მონაცემების ოპერატიული ანალიზი;
● მონაცემების ასოციაციური შეკავშირება;
● ინდივიდუალური დეშბორდების შექმნა 
● Qlik-ის უპირატესობები და სხვა.

სპიკერები

გელა შონია

ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბიზნეს ანალიტიკის სისტემები

განრიგი

10:00

გელა

11:30

დასასრული

13:00