ანალიტიკა ერთ სივრცეში
პირველად ქართულ ონლაინ სივრცეში, შეიქმნა ბიზნესისა და საჯარო მონაცემების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა, რომელზეც NGT ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდი მუშაობდა. Bihub.ge შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რომელიც დაფუძნებულია Open Data პრინციპზე და უზრუნველყოფს მონაცემების გამოყენების სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ მეთოდს.
“მოგეხსენებათ, რომ ბიზნეს და საჯარო მონაცემების ძირითადი ნაწილი სხვადასხვა სისტემაში, განსხვავებული ფორმით არის მიმოფანტული (ვებ პორტალებზე ცხრილური და pdf ფაილები) და შესაბამისად, შეუძლებელია ლოგიკური ჯაჭვისა თუ მთლიანი სურათის დანახვა. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება და უზრუნველვყავით მათი ინტერაქციულობა, რათა თითოეული მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი, ხელშესახები და გამოყენებადი გაგვეხადა.” – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, NGT ჯგუფის ბიზნეს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გელა შონიამ.
Bihub.ge გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის უმეტესი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით. პორტალი შექმნილია მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური სისტემის, Qlik BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და Live ანალიტიკას გულისხმობს. ინფორმაციის მოძიებისათვის ერთფეროვანი სტატიკური რეპორტების ნაცვლად, შესაძლებელია დინამიკური და ინტერაქციული დეშბორდების გამოყენება, რაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად და მარტივად მიღებაში გვეხმარება. Live ანალიტიკა მონაცემების მუდმივ რეჟიმში განახლებას გულისხმობს და მათ სწრაფ და ოპერატიულ დამუშავებაში გვეხმარება. სისტემის ინტერფეისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, რაც მის ეფექტურ ვიზუალიზაციაში გამოიხატება.
„სისტემა არის ინტუიციური და დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე(Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას. Bihub.ge არის Open Data ანალიტიკური პლატფორმა, რომლითაც ნებისმიერი რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი სიამოვნებით ისარგებლებს.“ - აცხადებს გელა შონია.
ამ მომენტისათვის, პლატფორმაზე შესაძლებელია იხილოთ რამდენიმე ინტერაქციული დეშბორდი. მათი მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი თემების ანალიტიკა: იმპორტ-ექსპორტის ანალიტიკა, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, დაზღვევის ანალიტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, Covid19 მსოფლიოში, საქართველოს ავტოპარკის სტატისტიკა და რაც მთავარია, 25000 მეტი ქართული კომპანიის ფინანსური უწყისები და მაჩვენებლები.
„Qlik-ის დეველოპერები ყოველდღიურად მუშაობენ ახალ ინტერაქციულ დეშბორდებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში დაემატება Bihub.ge-ზე. ახალი ინფორმაციის დამატების შესახებ კი, შეიტყობთ ჩვენი Facebook გვერდის დახმარებით.“, აცხადებს გელა შონია.
აღსანიშნავია, რომ NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.