01 / 06 / 20

Qlik BI ინტეგრაცია ავერსი ჯგუფში

კლიენტის მიმოხილვა

ავერსი ჯგუფი - ქართულ ბაზარზე არსებული მოწინავე ფარმაცევტული, კლინიკური, სადაზღვევო და ჰოსპიტალური კომპანია.

 

გამოწვევა

ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების რეალურ დროში გენერირება და ანალიტიკა.

 

ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანარიშგების გენერირებისას ავერსი ჯგუფის გამოწვევას წარმოადგენდა მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის მონაცემების  წყაროების ერთ ინტერფეისში გაერთიანება.

 

„ავერსი ჯგუფში“ დაინერგა Qlik BI ბიზნეს ანალიტიკური პლატფორმა, დიდი  მოცულობისა და მრავალფეროვანი მონაცემების მარტივად დამუშავების ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს ეხმარება დამოუკიდებლად და სწრაფად გასცეს პასუხი კითხვას - რატომ?

 

„ავერსი ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი მოწინავე ფარმაცევტული, კლინიკური, სადაზღვევო და ჰოსპიტალური კომპანიაა, რომელსაც მუდმივ რეჟიმში უხდება დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და გაანალიზება. კომპანიის ნებისმიერი შიდა პროცესი, იქნება ეს სააღრიცხვო სისტემებიდან მონაცემების კლასიფიცირება და კონსოლიდაცია, თუ ანალიტიკა რეალურ დროში,  მოითხოვს აბსოლუტურ სიზუსტეს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

„Qlik BI-ის ინტეგრაციის მიზეზი დიდი რაოდენობის და სხვადასხვა ფორმატის მქონე მონაცემები გახდა, რომელიც 10+ კომპანიის სააღრიცხვო სისტემიდან გროვდებოდა და რომლის კონსოლიდაცია ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.“ - ზურაბ ჩიტიშვილი, ბიზნეს პროცესებისა და ERP სისტემების მენეჯერი, ავერსი ჯგუფი.

 

კომპანიის ინკლუზიურმა და სწრაფმა ზრდამ აუცილებელი გახადა მოქნილი ანალიტიკური სისტემის დანერგვა, რომელიც გაუმკლავდებოდა ისეთ მოთხოვნებს როგორებიცაა: მრავალფეროვანი და დიდი მონაცემები, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, სცენარული (what if) ანალიზი, ინვესტიციების შეფასება/დათვლა (ცვლადი პარამეტრების გამოყენებით), რეპორტებისა და ანალიტიკის გენერირება რეალურ დროში.

 

„დასახული მიზნების განხორციელება არსებული სააღრიცხვო სისტემების მოუქნელი რეპორტინგის მოდულისა და მრავალფეროვანი მონაცემთა წყაროების გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო. არსებული რეპორტინგის სისტემა არ იძლეოდა ანალიტიკური რეპორტების და სხვა მონაცემების ერთიან სისტემაში მარტივად დამუშავების საშუალებას.“

 

ზურაბ ჩიტიშვილი

ავერსი ჯგუფის ბიზნეს პროცესებისა და ERP სისტემების მენეჯერი.

 

2018 წლიდან „ავერსი ჯგუფმა“ დაიწყო Qlik Sense 3rd Generation ბიზნეს ანალიტიკური პლატფორმის დანერგვა, რომელმაც უზრუნველყო როგორც ერთიანი ანალიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ასევე დააჩქარა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რეალურ დროში მიღება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვქონდა Microsoft ლიცენზიები და BI სისტემა, მაინც გადავწყვიტეთ Qlik BI-ს დანერგვა, რაც ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი გახლდათ Qlik BI-ს ფუნქციონალი, რომელიც ნებისმიერი მონაცემის დამატებითი ინსტრუმენტებისა და დანახარჯების გარეშე დამუშავების საშუალებას იძლეოდა და მეორე -  ლოკალური პარტნიორის გამოცდილება, რომელიც ჩვენი ჯგუფის მასშტაბების პროექტის რეალიზებას გაართმევდა თავს. ბაზარზე არსებულ ალტერნატიულ BI სისტემებთან შედარებით Qlik BI  ყველაზე ოპტიმალურად ერგებოდა ჩვენს მოთხოვნებს.

 

ზურაბ ჩიტიშვილი

ავერსი ჯგუფის ბიზნეს პროცესებისა და ERP სისტემების მენეჯერი.

 

Qlik BI ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის პლატფორმის დანერგვამ უზრუნველყო:

 

  • სიმართლის ერთი წყარო: დიდი მოცულობის მქონე მრავალფეროვანი მონაცემები ერთ ინტერფეისში;
  • მონაცემების ვალიდაციის ავტომატიზება;
  • ყველა ისტორიულ ფინანსურ მონაცემზე რეალურ დროში წვდომა;
  • ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური უწყისების შექმნა 5 დღეში (ნაცვლად 20);
  • C რგოლის მენეჯმენტზე მორგებული ინდივიდუალური ანალიტიკური დეშბორდები;
  • დამატებითი დამუშავების გარეშე ტრანზაქციის დონემდე ჩასვლა;
  • მყისიერი პასუხი ყველა კითხვაზე და სხვა.

 

Qlik-ის დახმარებით კომპანიამ შეძლო მოქნილი მმართველობითი და ფინანსური ანგარიშგებების გენერაციის დროში დაჩქარება. ერთი-ფანჯრის პრინციპით, ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებისა და სხვადასხვა მმართველობითი ანგარიშგებების ავტომატიზაციამ კი უზრუნველყო  „სრული სურათის“ დანახვა და საოპერაციო მენეჯმენტის ეფექტურობის შესამჩნევად გაზრდა, ასევე რეპორტინგის მობილურობა და ნებისმიერი ლოკაციიდან ანალიტიკის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები