16 / 03 / 22

Qlik BI დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრში

2021 წლის ნოემბრიდან საქართველოში მოწინავე კლინიკაში Bivision-ის მიერ შექმნილი   სამედიცინო დაწესებულების ინოვაციური და კომპლექსური ბიზნესანალიტიკის გადაწყვეტა  BiMedical  დაინერგა.

 

დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი პეკინის გამზირზე 2019 წლის ივნისში გაიხსნა და ის ერთ სივრცეში, პაციენტებს სთავაზობს  ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის  ცენტრში ფუნქციონირებს  უახლესი დანადგარებით,  აღჭურვილი რადიოლოგიური დეპარტამენტი (მაგნიტურ რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია) და სარეაბილიტაციო ცენტრი. აღსანიშნავია, რომ კლინიკა  სრულად  ქართული ინვესტიციით  დაფუძნდა და  ის დღეს  200-მდე  თანამშრომელს ასაქმებს.

 

როგორც კლინიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, 21 საუკუნეში თანამედროვე მართვის სისტემების გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არჩევანი BiMedical ბიზნესანალიტიკის გადაწყვეტაზე შეაჩერეს.

 

განვითარებაზე ორიენტირებულმა მმართველმა გუნდმა  სწორად დაინახა სამედიცინო დაწესებულებების რეპორტინგის და ანალიტიკის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი BiMedical-ით კომპლექსური გადაჭრის შესაძლებლობა დაინახა.

 

BiMedical სისტემის არჩევისას დამატებითი მოტივაცია იყო Bivision-ის გამოცდილი გუნდის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა, აკონტროლონ კლინიკის როგორც მომსახურების ხარისხი და ფინანსები, ასევე მონაცემების ხარისხიც, რაც ამცირებს შეცდომებისა და ხარვეზების არსებობის რისკებს.

 

პროექტის ფარგლებში დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგა საოპერაციო და ფინანსური მოდელი. გამოვიყენეთ მსოფლიოს ლიდერი Qlik BI (Business Inteligence) პლატფორმა და  ინტეგრაციისთვის მხოლოდ 10 დღე დაგვჭირდა!

 

BiMedical - სამედიცინო დაწესებულების ბიზნესანალიტიკის სისტემის ინტეგრაციის შემდეგ საგრძნობლად გამარტივდა მიმდინარე პროცესების ანალიზი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა:

  • რეალურ დროში კლინიკის ძირითადი მაჩვენებლების ერთ სივრცეში ვიზუალიზაცია;
  • ნებისმიერი მობილური მოწყობილობიდან ხელისგულზე ანალიტიკა;
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლების ანალიზი;
  • სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის განსაზღვრა და პროგნოზის გაკეთება;
  • აპარატის დატვირთულობის ანალიზი და ეფექტურად გამოყენების გზების მოძებნა;
  • სამედიცინო პერსონალის დატვირთულობის ანალიზი და მართვა;
  • პაციენტების ასაკობრივი და გენდერული ანალიზი სერვისების მიხედვით;
  • სერვისების მომგებიანობისა და ხარჯების დეტალური (ქეისი) ანალიზი .
  • ბანკებთან ურთიერთობის გამარტივება
  • სერვისებში GAP-ების შევსება
  • შესყიდვების რაოდენობის და ფასების კონტროლი და ანალიზი.

მსგავსი სიახლეები