Qlik სუპერში
ბიზნესის მფლობელები გაყიდვების გაზრდის მიზნით, ითხოვენ მონაცემთა ვიზუალიზაციის ბიზნეს ანალიტიკურ პლატფორმებს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აქტუალური. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც BI პლატფორმა Qlik არის იდეალური არჩევანი. ეს არის სისტემა, რომელიც გამოირჩევა ინფორმაციის მარტივი, მიზანმიმართული და ინტუიციური ვიზუალიზაციით, რაც მის როლს გაყიდვების ზრდაში საგრძნობლად ზრდის.
Qlik Sense-ს დახმარებით რეალური ხდება მომხმარებელსა და პროდუქტსა თუ სერვისს შორის არსებული უკუკავშირის სრული ანალიზი. სისტემა აფიქსირებს ისეთ დეტალებს, რომელიც მონაცემთა ბაზის ტრადიციულ მოდელებში შეფასების გარეშე დაიკარგებოდა. ინფორმაცია და მისი ანალიზი - სწორედ ესაა ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა.