AI ფინანსური რეპორტინგი ქართული ბიზნესისთვის
Goldman Sachs-ის და Blackstone-ისა, Anthropic-ის ახალი AI ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სწრაფად იცვლება ფინანსური რეპორტინგის პროცესები.
დღეს კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ:
* Excel-ზე დამოკიდებულების შემცირებას;
* რეპორტინგის ავტომატიზაციას;
* რეალურ დროში dashboard-ების შექმნას;
* AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკის გამოყენებას.
განსაკუთრებით რთული რჩება თვის დახურვის პროცესი, როდესაც ფინანსური მონაცემები სხვადასხვა ERP სისტემაში, Excel ფაილებსა და PDF რეპორტებშია გაფანტული.
სწორედ ამიტომ AI ფინანსური რეპორტინგი თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა

რეალურად, ეს პრობლემა მხოლოდ გლობალური კორპორაციების გამოწვევა არ არის
ქართული ბიზნესისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა.
დღეს ბევრ კომპანიაში თვის დახურვა დაახლოებით ასე გამოიყურება ➜
და ამ პროცესს ხშირად 3-5 დღე, ზოგჯერ უფრო მეტიც მიაქვს. ყველაზე რთული მხოლოდ დრო არ არის. პრობლემა ისაა, რომ სანამ საბოლოო რეპორტი მზადდება, ბიზნესს უკვე სხვა რეალობა აქვს.
თვის დახურვის ტიპური პროცესი:
📉 მონაცემების ექსპორტი ERP-დან
⚙️ Excel-ში ხელით ფორმატირება
📄 PDF რეპორტების აწყობა
🔍 ციფრების გადამოწმება
🤝 მენეჯმენტთან შეხვედრა
როცა Goldman Sachs-ის მსგავსი კომპანიები ამ პროცესის ავტომატიზაციაში მილიონობით დოლარს დებენ, ეს ნიშნავს, რომ ფინანსური რეპორტინგის მომავალი უკვე იცვლება.
და ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენც Bivision-ში.
ჩვენი მიზანია, ქართულ ბიზნესებს აღარ უწევდეთ:
• სხვადასხვა პროგრამიდან მონაცემების ხელით ამოღება
• Excel-ში მუდმივი კოპირება და ფორმატირება
• ყოველ თვე ერთი და იგივე რეპორტის თავიდან აწყობა
• მონაცემების გადამოწმებაზე საათების დაკარგვა
Bivision აერთიანებს ქართულ სააღრიცხვო სისტემებს – Oris, Fina, Balance და 1C-ს – ერთიან ანალიტიკურ სივრცეში, სადაც მონაცემები ავტომატურად ახლდება და რეპორტინგი ბევრად სწრაფი, გამჭვირვალე და მარტივი ხდება..
ფინანსური მონაცემები დღეს ბევრ კომპანიაში სხვადასხვა სისტემაშია გაფანტული: ERP-ში, ბუღალტერიაში, ბანკში, Excel ფაილებში და სხვადასხვა დეპარტამენტის ცალკეულ რეპორტებში.
შედეგად, ფინანსური გუნდები დიდ დროს ხარჯავენ არა ანალიზში, არამედ ინფორმაციის შეგროვებაში, გადამოწმებასა და ფორმატირებაში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ახლა
პროცესი ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია: როცა კომპანიას აღარ სჭირდება 3-5 დღე Excel-ის „აწყობაზე“, ფინანსური გუნდი დროს ხარჯავს არა ფაილების გასწორებაზე, არამედ რეალურ ანალიზსა და გადაწყვეტილებებზე.
თუ მსოფლიო თვის დახურვის ავტომატიზაციაზე გადადის, რამდენად მზად არის თქვენი ბიზნესი ამ ცვლილებისთვის?
როგორ დავიწყოთ Bivision-თან მუშაობა?
დაიწყეთ მონაცემების გამოყენება ბიზნესის ზრდისთვის. ინტეგრაციის პროცესი მარტივია::
* კონსულტაცია / Demo – გვიკავშირდებით და 30 წუთში გიჩვენებთ Demo-ს.
* ინტეგრაცია – 1-2 კვირაში პირველი dashboard-ები მზადაა.
* ტრენინგი – ვატარებთ ტრენინგს თქვენი გუნდისთვის.
* გამოყენება – ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში იყენებთ რეალურ მონაცემებს.
გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო პროგნოზირებადი და მოგებიანი. დაგვიკავშირდით დღესვე:
კონტაქტი: 📞 +995 593 255 385 📧 info@bivision.ge 🌐 www.bivision.ge
ისინი მართავენ მონაცემებით






ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.






