ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაცია
ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაცია ნიშნავს, რომ მონაცემები ERP-დან პირდაპირ დეშბორდზე გადადის. Excel-ში ხელით აწყობა აღარ გჭირდებათ.
თუ იყენებთ Fina-ს, Oris-s, 1C-ს ან Balance-ს, დიდი ალბათობით რეპორტინგი მაინც Excel-ში გიწევთ. სისტემა გაქვთ, მაგრამ ანგარიშს მაინც ადამიანი ხელით აწყობს.

როგორ გამოიყურება რეალობა დღეს
ყოველი თვის დასაწყისი თითქმის ერთნაირია. ბუღალტერს ERP-დან ამოაქვს მონაცემები და Excel-ში აწყობს. მერე CFO ციფრებს ხელით სვამს ანგარიშში. ბოლოს მენეჯმენტი გადაწყვეტილებას უკვე დაგვიანებულ ინფორმაციაზე იღებს.
ინფორმაცია არსებობს, მაგრამ დაგვიანებულია. ეს ანალიზი არ არის. ეს ოპერაციული შრომაა, რომელიც ანალიზის ადგილს იკავებს.
რა უჯდება კომპანიას ხელით რეპორტინგი:
📉 გადაწყვეტილება 7-დან 14 დღემდე დაგვიანებულ მონაცემებზე
⚠️ შეცდომის რისკი ხელით გადატანისას
⏳ დრო ფორმატირებაზე იხარჯება, არა ანალიზზე
📅 რეალური სურათი მხოლოდ თვის ბოლოს ჩანს
რას ნიშნავს ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაცია
ERP აღარ არის უბრალოდ საწყისი წერტილი Excel-ისთვის. ის ხდება პირდაპირი წყარო დეშბორდისთვის. Qlik Sense პირდაპირ უკავშირდება ERP სისტემას და მონაცემები ავტომატურად ახლდება. იხილეთ ჩვენი BiFinance გადაწყვეტა.
CFO დილით უბრალოდ ხსნის დეშბორდს და ხედავს P&L-ს გეგმასთან შედარებით, cash flow-ს ყოველდღიურ რეჟიმში, დებიტორებსა და კრედიტორებს ვადების მიხედვით, ხარჯებს cost center-ების ჭრილში და მოგების მარჟას სეგმენტებით.
სად შემოდის AI
დეშბორდი გაჩვენებთ, რა მოხდა. AI კი გიხსნით, რატომ მოხდა და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ.
💬 სვამთ კითხვას თქვენს ენაზე და პასუხს მაშინვე იღებთ
🔔 სისტემა თავად აღმოაჩენს ანომალიებს
📈 ხედავთ cash flow-ისა და შედეგების პროგნოზს
ERP-ები, რომლებზეც ვმუშაობთ
ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაცია იწყება ERP-თან კავშირით. ქართულ ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ სისტემებზე უკვე გვაქვს მზა ინტეგრაცია: Fina, Oris, 1C, Balance. ERP-ის შეცვლა საჭირო არ არის. რთული API განვითარებაც არ გჭირდებათ.
დანერგვა საშუალოდ 2-3 კვირაში:
• კვირა 1: ERP კავშირი და საჭირო ანგარიშების განსაზღვრა
• კვირა 2: პირველი დეშბორდები (P&L, cash flow, KPI)
• კვირა 3: კორექტირება და გუნდის ახალ პროცესზე გადაყვანა
სად რჩება Excel და ვისთვის არის ეს სისტემა
Excel არ ქრება. უბრალოდ როლს იცვლის. რჩება ad-hoc ანალიზისა და სცენარების გათვლისთვის. ქრება მხოლოდ ყოველდღიური რეპორტინგი, რომელიც უბრალოდ მონაცემების გადაწერაა.
სისტემა მაშინ მუშაობს, როცა ERP უკვე გიყენიათ, ანგარიშები ყოველთვე ხელით კეთდება, გადაწყვეტილებები ძველ მონაცემებზე მიიღება და კომპანიას ზრდა და მრავალგანყოფილებიანი სტრუქტურა აქვს.
ხშირად დასმული კითხვები
ERP-ის შეცვლა მომიწევს? არა. Qlik პირდაპირ უკავშირდება Fina, Oris, 1C და Balance-ს.
რამდენ ხანში ვნახავ პირველ დეშბორდს? საშუალოდ 2-3 კვირაში.
Excel მთლიანად ქრება? არა. რჩება ad-hoc ანალიზისთვის. ქრება მხოლოდ ყოველდღიური, ხელით მომზადება.
მონაცემები რამდენად ხშირად განახლდება? ავტომატურად, ყოველდღიურად ან ყოველსაათობრივად.
ისინი მართავენ მონაცემებით





ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.






