Bistock – გადააქციე მარაგები თავისუფალ ფულად
გააერთიანე ყველა ნაშთი ერთ ეკრანზე და მიიღე AI-რეკომენდაციები შესყიდვებზე, რომ შეინარჩუნო გაყიდვების მაღალი ტემპი და კაპიტალის ეფექტური ბრუნვა
გაიგე პირველივე დემოზე, რამდენი ლარი გაქვს გაყინული მარაგებში

მარაგებისა და კაპიტალის მართვის BI სისტემა
- მარაგების 100%-იანი ხილვადობა – რეალურ დროშიგააქრე „ბრმა ზონები“ ცენტრალურ საწყობსა და ფილიალებში. აკონტროლე ნაშთები ერთი ფანჯრიდან და მიიღე გადაწყვეტილებები დღესვე, რეალურ სურათზე დაყრდნობით
- დეფიციტის (Stock-out) პრევენცია და გაყიდვების გადარჩენაBiStock წინასწარ, „განგაშის რეჟიმში“ გატყობინებს კრიტიკულ ნაშთზე. შეავსე თარო დროულად, სანამ შენი მყიდველი კონკურენტთან წავა
- ჭარბი მარაგების (Overstock) შემცირებაიპოვე SKU-ები, რომლებიც თვეობით უძრავად დევს. დროულად გაათავისუფლე „გაყინული ფული“ და დაუბრუნე ბიზნესს ზრდისთვის საჭირო კაპიტალი
- შესყიდვების ჭკვიანი ავტომატიზაცია (Smart Ordering)ნაცვლად ინტუიციისა, BI ალგორითმები გკარნახობენ: რა, როდის და რამდენი შეუკვეთო. დაზოგე დრო, შეამცირე შეცდომები და გაზარდე სავაჭრო მარჟა
- მარაგების ბრუნვადობის დაჩქარებადაინახე, რომელი პოზიციები „მუშაობს“ რეალურად. შეამცირე მძიმე ნაშთი და იმავე კაპიტალით დააგენერირე მეტი ბრუნვა და თავისუფალი ფული (Cash Flow)
- GMROI ანალიზი – მოგება ინვესტირებულ მარაგებზეგაიგე სიმართლე: რომელი პროდუქტი იძლევა უმაღლეს უკუგებას თითოეულ დაბანდებულ ლარზე. გადაიყვანე ასორტიმენტი ყველაზე მომგებიან რელსებზე

- „მკვდარი ნაშთების“ (Dead Stock) სწრაფი ლიკვიდაციაBiStock ავტომატურად გამოყოფს უსარგებლოდ გაჩერებულ საქონელს და გთავაზობს ლიკვიდაციის სცენარებს. დაიყვანე საწყობის ხარჯი და ჩამოწერის ზარალი მინიმუმამდე
- მოთხოვნის AI-პროგნოზირება და სეზონურობაგამოიყენე წლების ისტორია, აქციები და სეზონური ტრენდები მომავლის დასაგეგმად. გქონდეს ზუსტად იმდენი მარაგი პიკურ პერიოდში, რამდენიც რეალურად გაიყიდება
- ABC/XYZ ანალიზი და პრიორიტეტებიBiStock ავტომატურად აჯგუფებს პროდუქტებს შემოსავლიანობის მიხედვით. მიმართე მთავარი რესურსი და ძალისხმევა იმ 20%-ზე, რომელსაც მოაქვს მოგების 80%
- მომწოდებლების ეფექტურობისა და ფასების კონტროლიშეადარე ფასების ცვლილება და მიწოდების სისწრაფე დინამიკაში. მოიპოვე საუკეთესო პირობები მოლაპარაკებებზე და დროულად ჩაანაცვლე არაეფექტური პარტნიორები
- მარაგების გავლენა წმინდა მოგებაზე (Net Profit)დაინახე პირდაპირი კავშირი საწყობსა და საბოლოო ფინანსურ შედეგს შორის. მართე სტრატეგიული ნაბიჯები ციფრებით და არა ინტუიციით

BiStock რეპორტები და ანალიტიკა
- საწყობების შედარებითი ანალიზი
- პროდუქტების ბრუნვის სისწრაფის შეფასება
- დინამიკა სეზონურობების და მოთხოვნის მიხედვით
- კატეგორიის, SKU-ს და მომწოდებლების მიხედვით ფილტრაცია
- ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია მარაგებში
- შენაძენების და გაყიდვების შედარება

რატომ Bivision?
სწრაფი ინტეგრაცია – შედეგი პირველივე კვირიდან
უკვე ტესტირებული კონექტორები (Fina, Oris, ბალანსი,1C) უზრუნველყოფს მონაცემების საჭირო ტრანსფორმაციას და BiFinance ინტეგრაციას 2-3 კვირაში. შენი გუნდი იღებს რეპორტებს პირველივე კვირიდანვე.

მორგებული ქართულ ბიზნესზე –ნაკლები შეცდომა, მეტი სიცხადე
ჩვენი ანალიტიკა შექმნილია ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ყველა ანგარიში „ლაპარაკობს“ ქართულ ფინანსურ ენაზე. შედეგად, იღებთ სანდო რიცხვებს, არა გართულებულ უცხო სისტემას

ერთიანი ხედვა: გადაწყვეტილებები, არა მონაცემების ქაოსი
ავტომატიზებული კონსოლიდაცია ყველა ERP-დან და Excel-იდან ერთ ხედში. შენ ირჩევ ბიზნეს ამოცანას, ჩვენ ვქმნით რეპორტებს. დრო აღარ იკარგება ფაილებზე; იძენთ სტრატეგიულ ხედვას.

Bivision: პარტნიორობა, რომელიც არ მთავრდება დანერგვით
ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება დანერგვით. ანალიტიკოსებისა და არქიტექტორების გუნდი აკვირდება შედეგებს და გამოყენებას, ანვითარებს რეპორტებს და ზრუნავს შიდა ანალიტიკურ კულტურაზე.


ისინი მართავენ მონაცემებით

შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“

ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.









