Language IconGEO

როგორ შეამცირა Geocord-მა დებიტორული დავალიანება 15%-ით

3 დამოუკიდებელი სისტემიდან ფინანსურ გამჭვირვალობამდე

ჯეოქორდი ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკია საქართველოში, რომელიც მასალის შეგროვებას, კვლევას, ღეროვანი უჯრედების გამოყოფას, გამრავლებას და შენახვას თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს.

Geocord და Bivision პარტნიორები არიან 🚀

თანამშრომლობის დაწყების მიზეზი იყო რეალურ დროში კომპანიის ფინანსების სრული სურათი არარსებობა: Google Sheet-ში ჩაწერილ გადახდებსა და ბუღალტერიის მონაცემებს შორის დროში აცდენა იყო. კონკრეტული დებიტორის იდენტიფიცირება, მათთან კომუნიკაციის ისტორიის მოძიება და სტატუსის განახლება დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვდა.

გაეცანი სრულად ⬇︎

გამოწვევა: მონაცემები სხვადასხვა წყაროდან და ოპერაციული გაუმჭვირვალობა

კომპანიის ზრდასთან ერთად ფინანსების მართვა სულ უფრო რთული გახდა. მენეჯმენტს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებოდა არა მხოლოდ თვის ბოლოს არსებული მონაცემები, არამედ რეალურ დროში სრული სურათი, რასაც თვის დახურვის სტანდარტული პროცედურები სრულად ვერ ფარავდა.

Bivision-თან პარტნიორობამდე, კომპანია ინფორმაციას 3 ერთმანეთისგან განცალკევებულ წყაროში ამუშავებდა:


1. Google Sheets (ყოველდღიური ოპერაციები): სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, ბანკის ამონაწერის მიხედვით ფიქსირდებოდა შემოსული და გრაფიკით გადასახდელი თანხები.

2. Access (სახელშეკრულებო ბაზა): სადაც ინახებოდა კლიენტების ხელშეკრულებები, გადახდის პირობები და ვადები.

3. Oris (აუთსორს ბუღალტერია): სადაც თავს იყრიდა დამოწმებული ფინანსური შედეგები, რომელიც კომპანიამდე მხოლოდ მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მოდიოდა.
დაგვიკავშირდი

დაიწყე გამოყენება დღესვე

სცადე დემო და გაიმარტივე მონაცემებით მართვის პროცესი

დაგვიკავშირდი

გადაწყვეტა: BI-ის ძალა და Bivision-ის მიდგომა

პრობლემის გადასაჭრელად Bivision-მა არ შესთავაზა უბრალოდ „კიდევ ერთი პროგრამა“. ჩვენ შევქმენით ერთიანი ანალიტიკური ეკოსისტემა Qlik-ის ბაზაზე, რომელმაც უზრუნველყო სამივე წყაროს (Sheets, Access, Oris) ავტომატური სინქრონიზაცია და მონაცემთა მთლიანობა. სისტემის ძირითადი უპირატესობები:

1. ავტომატური სინქრონიზაცია: სამივე წყარო გაერთიანდა ერთ ანალიტიკურ სივრცეში. სისტემა ავტომატურად აკავშირებს ჩარიცხულ თანხას ხელშეკრულების პირობებთან.

2. Write-Back ფუნქციონალი: მენეჯერებისთვის გადამწყვეტი ინსტრუმენტი. პირდაპირ რეპორტში შესაძლებელია კლიენტზე კომენტარის მიწერა (მაგ: „გადახდა დაგვიანდება 2 დღით“), რაც მყისიერად აისახება სისტემაში და ხილვადია ყველასთვის. აღარანაირი დაკარგული ჩანიშვნები ფურცლებზე.

3. 360-გრადუსიანი ხედვა: დებიტორების ხანდაზმულობა, ისტორიული BS (ბალანსი), PL (მოგება-ზარალი) და CF (ფულადი ნაკადები) – ყველაფერი ხელისგულზე, ერთ დეშბორდზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ანალიტიკა.

შედეგი: გაზომვადი წარმატება

ავტომატიზაციამ პირდაპირი გავლენა მოახდინა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე:

20%-ით შემცირდა დებიტორების დავალიანება: დროული რეაგირებისა და ზუსტი შეხსენებების ხარჯზე.

გაუმჯობესდა კომუნიკაცია: აღარ არის საჭირო თითოეულ კლიენტთან ტელეფონით დაკავშირება ან ბუღალტერიაში დარეკვა.

● მონაცემთა კონსოლიდაცია: Google Sheet-ის „ოპერაციული სისწრაფე“, Access-ის „სახელშეკრულებო ლოგიკა“ და Oris-ის „ფინანსური სიზუსტე“ გაერთიანდა ერთ დეშბორდში.

● გაიზარდა კონტროლი დებიტორებზე: მენეჯმენტი ხედავს პრობლემას მანამ, სანამ ის კრიტიკული გახდება.

● ვალიდაციის ლოგიკები: სისტემა ავტომატურად ადარებს წყაროებს და მინიმუმამდე ამცირებს მექანიკურ ცდომილებებს.

დასკვნა:
„ჯეოქორდისა“ და Bivision-ის პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორად შერჩეულ ტექნოლოგიას გააძლიეროს არსებული პროცესები და შექმნას ახალი ღირებულება ბიზნესისთვის.

გსურთ მსგავსი ტრანსფორმაცია თქვენს ბიზნესში? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.

სერვისები

  • BiFinance
  • BiRetail
  • Bistock
  • BiAudit
  • BiDebitors
  • BiMedical
BiFinance

ფინანსური წესრიგი და ავტომატური რეპორტინგი

  • ✓მიიღე ავტომატური ფინანსური რეპორტიები ერთ პლატფორმაზე
  • ✓დააკონსოლიდირე შვილობილი კომპანიების ანგარიშგება, ავტომატურად
  • ✓ჩაანაცვლე Excel-ის რუტინა ანალიტიკით და დაზოგე გუნდის დრო
  • ✓შეადარე გეგმა ფაქტს და დაინახე გადახრები დროულად
  • ✓უზრუნველყავი ფინანსური რეპორტების სიზუსტე ავტომატური შემოწმებით
  • ✓დაინახე რეალური მოგება პროდუქტებისა და ხარჯების ჭრილში
გაიგე მეტი
BiFinance

<br>

ისინი მართავენ მონაცემებით

დაგვიკავშირდი

დაიწყე გამოყენება დღესვე

სცადე დემო და გაიმარტივე მონაცემებით მართვის პროცესი

დაგვიკავშირდი