Bihub – ბიზნეს და საჯარო მონაცემების ერთიანი პლატფორმა
პირველად ქართულ ონლაინ სივრცეში, Open Data პრინციპზე შეიქმნა ბიზნეს და საჯარო მონაცემების ანალიტიკის პლატფორმა, რომელზეც Bivision-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდი მუშაობდა.
Bihub.ge შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik Sense-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გამოყენების სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებას.


“ბიზნეს და საჯარო მონაცემების ძირითადი უმეტესობა სხვადასხვა სისტემაში, განსხვავებული ფორმით არის მიმოფანტული (ვებ პორტალებზე ცხრილური და pdf ფაილები) და შესაბამისად, შეუძლებელია ლოგიკური ჯაჭვისა თუ მთლიანი სურათის დანახვა. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება და უზრუნველვყავით მათი ინტერაქტიულობა, რათა თითოეული მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი, ხელშესახები და გამოყენებადი გაგვეხადა.”
Bihub.ge გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის უმეტესი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით. პორტალი შექმნილია მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური სისტემის, Qlik Sense BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და Live ანალიტიკას გულისხმობს. ინფორმაციის მოძიებისათვის ერთფეროვანი სტატიკური რეპორტების ნაცვლად, შესაძლებელია დინამიური და ინტერაქტიული დეშბორდების გამოყენება, რაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად და მარტივად მიღებაში გვეხმარება. Live ანალიტიკა მონაცემების მუდმივ რეჟიმში განახლებას გულისხმობს და მათ სწრაფ და ოპერატიულ დამუშავებაში გვეხმარება. სისტემის ინტერფეისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, რაც მის ეფექტურ ვიზუალიზაციაში გამოიხატება.
,,სისტემა არის ინტუიტიური და დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე(Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას. Bihub.ge არის Open Data ანალიტიკური პლატფორმა, რომლითაც ნებისმიერი რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი სიამოვნებით ისარგებლებს.“

ისინი მართავენ მონაცემებით

შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“

ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.

















