VDC და Bivision
პარტნიორები
გახდნენ
VDC არის ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ის ახორციელებს გენერატორების (დიზელის, გაზისა და ჰიბრიდული) მიწოდებასა და მონტაჟს, ასევე აშენებს ელექტროგადაცემის ხაზებსა და ტრანსფორმატორულ სადგურებს. კომპანია აქტიურად ეხმარება ბიზნესებს საიმედო და უწყვეტი ენერგიის უზრუნველყოფაში.


კომპანიებმა თანამშრომლობა ფინანსების ანალიტიკის მიმართულებით დაიწყეს
BiFinance-ის დანერგვამ ენერგეტიკის მიმართულებით პროექტების ფინანსური შედეგების ანალიზი უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა.
„ფინანსური ანალიტიკის მოდული გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ და გავაანალიზოთ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, დროულად მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და დავგეგმოთ სამომავლო ფინანსური პერიოდები. ვიდისი – როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.“

პარტნიორები
ისინი მართავენ მონაცემებით

„დებიტორების აპლიკაციამ მუშაობა სრულიად ახალი დონეზე აიყვანა – ერთი კლიკით ვპოულობთ მმართველობით და ბუღალტრულ რეგისტრებს შორის განსხვავებებს, ვაკონტროლებთ დახურული ქეისების გატარებების სისწორეს და ავანსების გადახურვებს.
შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“
შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“

ფინანსური ანალიტიკის მოდული გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ და გავაანალიზოთ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, დროულად მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და დავგეგმოთ სამომავლო ფინანსური პერიოდები.
ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.
ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.

მმართველი გუნდის ყველა წევრს შეუძლია რეალურ დროში მიიღოს ანალიტიკა სასურველ ჭრილში. გაადვილდა და დაჩქარდა ფინანსური მაჩვენებლების ოპერატიული ანალიზი, საბრუნავი კაპიტალის მართვა.ჩვენი გუნდის შეხვედრები ინფორმატიული და უფრო ნაყოფიერი გახდა.

მონაცემების ზრდასთან ერთად დადგა საჭიროება მიგვეღო გადამუშავებული ინფორმაცია რეპორტების სახით. ბაზარზე მოკვლევის შედეგად დავნერგეთ ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამა. ეს გახლავთ საკმაოდ მოქნილი და დინამიკური გარემო სადაც, როგორც იტყვიან „ხელის გულზე ჩანს“ სრული ბიზნეს პროცესი. Qlik Sense მომხმარებლები არიან როგორ გაყიდვების ჯგუფი, ასევე შესყიდვების გუნდი და რა თქმა უნდა მენეჯმენტი.

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვით, კომპანიას ყოველდღიურად განახლებული და მუდმივად რელევანტური რეპორტები აქვს. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს, გადაწყვეტილებები უახლოეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს, თვალი ადევნოს ყველა საჭირო მაჩვენებელს, იცოდეს გაყიდვების შედეგები, მომგებიანობა, ეფექტიანობა და სხვა.

კომპანიის ზრდასთან ერთად უფრო გართულდა საბუღალტრო მონაცემების დამუშავება გაყიდვებისა და თვითღირებულების ჭრილში, ამიტომ საჭირო გახდა მოქნილი ანალიტიკური სისტემის დანერგვა. ,,ჩირინას” გუნდის ყველა წევრს რეალურ დროში შეგვიძლია გაყიდვებისა და წარმოების თვითღირებულების ანალიტიკა პროდუქტის, მყიდველის, ქსელის თუ სხვა სასურველ ჭრილში.