მარდალეიშვილის ცენტრი და Bivision პარტნიორები არიან
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.


მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” და Bivision პარტნიორობა
2022 წლიდან იწყება. ,კომპანიებმა თანამშრომლობა ჰოსპიტალური საქმიანობის ანალიტიკისა და ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაციის მიმართულებით დაიწყეს.
თანამშრომლობა მოიცავს ჯგუფში შემავალი კომპანიების საოპერაციო პროცესების დეტალურ ანალიზსა და დებიტორების მმართვის გამარტივებას. ამისათვის ინტეგრირებულია BiMedical გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან ხედვას გაყიდვებზე, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაზე, პაციენტების ნაკადსა და კლინიკის დატვირთულობაზე.
ფინანსური რეპორტინგის ავტომატიზაცია განხორციელდება BeAudit პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და გამჭვირვალედ მიიღონ მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები და ანგარიშგებები.
ეს პარტნიორობა სამედიცინო ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას ყოველდღიური გადაწყვეტილებები მიიღოს მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო Bivision კიდევ ერთხელ ამტკიცებს საკუთარ მისიას – “მართე მონაცემებით”.
პარტნიორები
ისინი მართავენ მონაცემებით

„დებიტორების აპლიკაციამ მუშაობა სრულიად ახალი დონეზე აიყვანა – ერთი კლიკით ვპოულობთ მმართველობით და ბუღალტრულ რეგისტრებს შორის განსხვავებებს, ვაკონტროლებთ დახურული ქეისების გატარებების სისწორეს და ავანსების გადახურვებს.
შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“
შედეგად, დავალიანების ხანდაზმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ჩვენი გუნდის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა.“

ფინანსური ანალიტიკის მოდული გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ და გავაანალიზოთ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, დროულად მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და დავგეგმოთ სამომავლო ფინანსური პერიოდები.
ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.
ვიდისი– როგორც ენერგეტიკული ბაზრის ინოვატორი, სამომავლოდ აპირებს სხვა დამატებითი მოდულების ათვისებას ანალიტიკის მიმართულებით და ბივიჟენთან პარტნიორობის გაღრმავებას.

მმართველი გუნდის ყველა წევრს შეუძლია რეალურ დროში მიიღოს ანალიტიკა სასურველ ჭრილში. გაადვილდა და დაჩქარდა ფინანსური მაჩვენებლების ოპერატიული ანალიზი, საბრუნავი კაპიტალის მართვა.ჩვენი გუნდის შეხვედრები ინფორმატიული და უფრო ნაყოფიერი გახდა.

მონაცემების ზრდასთან ერთად დადგა საჭიროება მიგვეღო გადამუშავებული ინფორმაცია რეპორტების სახით. ბაზარზე მოკვლევის შედეგად დავნერგეთ ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამა. ეს გახლავთ საკმაოდ მოქნილი და დინამიკური გარემო სადაც, როგორც იტყვიან „ხელის გულზე ჩანს“ სრული ბიზნეს პროცესი. Qlik Sense მომხმარებლები არიან როგორ გაყიდვების ჯგუფი, ასევე შესყიდვების გუნდი და რა თქმა უნდა მენეჯმენტი.

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვით, კომპანიას ყოველდღიურად განახლებული და მუდმივად რელევანტური რეპორტები აქვს. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს, გადაწყვეტილებები უახლოეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს, თვალი ადევნოს ყველა საჭირო მაჩვენებელს, იცოდეს გაყიდვების შედეგები, მომგებიანობა, ეფექტიანობა და სხვა.

კომპანიის ზრდასთან ერთად უფრო გართულდა საბუღალტრო მონაცემების დამუშავება გაყიდვებისა და თვითღირებულების ჭრილში, ამიტომ საჭირო გახდა მოქნილი ანალიტიკური სისტემის დანერგვა. ,,ჩირინას” გუნდის ყველა წევრს რეალურ დროში შეგვიძლია გაყიდვებისა და წარმოების თვითღირებულების ანალიტიკა პროდუქტის, მყიდველის, ქსელის თუ სხვა სასურველ ჭრილში.