Language IconGEO

Bivision & Balance: როცა აღრიცხვა ჭკვიან ანალიტიკად გარდაიქმნება

მოდით, ვაღიაროთ: თანამედროვე ბიზნესში ინფორმაციის ნაკლებობას არავინ უჩივის. პირიქით – მონაცემები იმდენია, რომ მათში „ჩაძირვა“ უფრო მარტივია, ვიდრე რეალური მიგნებების გამოტანა. სწორედ აქ გადის ზღვარი ჩვეულებრივ აღრიცხვასა და ინფორმირებულ მართვას შორის.

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ Bivision-ი და Balance-ი პარტნიორები გახდნენ. ეს არის შესაძლებლობა, სადაც ორი სამყარო – აღრიცხვა და სიღრმისეული ანალიტიკა – ერთ მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემად ერთიანდება

რას აკეთებს Bivision ბალანსთან ერთად?

1. ანარას აკეთებს Bivision ბალანსთან ერთად?
თუ უკვე იყენებთ ბალანსს, Bivision-ის ინტეგრაცია ნიშნავს, რომ მონაცემების ხელით გადატანა Excel-ში და „რა მოხდა vs რატომ მოხდა“ კითხვებზე პასუხის ძებნა წარსულს ჩაბარდა. პლატფორმა ავტომატურად სინქრონიზდება და ქმნის:

* ანალიტიკის ერთიან პლატფორმას: აღარავითარი გაფანტული რეპორტები. ყველა მონაცემი ბალანსიდან და სხვა წყაროებიდან ავტომატურად აისახება Bivision-ის ინტერაქციულ დეშბორდებზე.

* ინტერაქციულ BI დეშბორდებს: ჩვენ არ ვსაუბრობთ სტანდარტულ რეპორტებზე. დაინახეთ არა მხოლოდ ციფრები, არამედ ტრენდები: იპოვეთ „გამოწვევები“ იქ, სადაც არ ელოდით და მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებს ეყრდნობა.

* ავტომატიზაციას, როგორც სტრატეგიას: ბალანსის მოქნილობა და ბივიჟენის ტექნოლოგიური ხედვა ერთიანდება. შედეგად, თქვენ იღებთ Advanced Reporting-ს, რომელიც თქვენს ნაცვლად აკეთებს რთულ სამუშაოს

* ნულოვანი რესურსი თქვენგან: ჩვენი 8+ წლიანი გამოცდილება 1C პლატფორმასთან გვაძლევს საშუალებას, სრულად დამოუკიდებლად დავაინტეგრიროთ BI სისტემა.

Bivision-იმზა SaaS გადაწყვეტილები და პროდუქტები: 

BiSale (გაყიდვები): გაყიდვების ანალიზი და პროგრნოზირება. დაინახავთ, რომელი პროდუქტი, კლიენტი, მოწოდებლია რეალურად მომგებიანი.
BiFinance (ფინანსები): P&L და Cash Flow რეალურ დროში. ერთი შეხედვით ხედავთ, სად მიდის ფული და რამდენი რჩება, ადამიანური შეცდომების გარეშე.
BiDebitors (დენიტორები): ვინ აბრუნებს ფულს დროულად და ვისთან გჭირდებათ კომუნიკაცია. ავტომატური შეტყობინებები ვადაგადაცილებულ გადახდებზე.
BiStock (მარაგები): რა არის ზედმეტი, რა ბრუნდება სწრაფად და რამდენი ფულია „გაყინული“ საწყობში.
BiAudit (კონტროლი) ავტომატური შიდა კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენა.

ვისთვის არის Bivision-ის გადაწყვეტილებები?

ეს გადაწყვეტა განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც უკვე იყენებს ბალანსს და სურს ამ მონაცემების საფუძველზე ლიდერი ტექნოლოგიების დახმარებით რეალურ დროში, მიიღოს ბიზნესის ზრდის უზრუნველმყოფელი სტრატეგიული და ინფორმირებული გადაწყვეტილებები:

●  ბიზნესის მფლობელებისთვის: რომლებსაც რეალურ დროში სჭირდებათ სრული სურათის დანახვა – BI ტექნიკური ცოდნის გარეშეც კი.

●  ფინანსური მენეჯერებისთვის: ვისი ყოველი ნაბიჯიც მონაცემებსა და არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს; ვინც ამზადებს პროგნოზებს და მართავს ბიუჯეტს.

●  მთავარი ბუღალტრებისთვის: ვისაც სურს რუტინული რეპორტინგის ნაცვლად, კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის: ვაჭრობა, წარმოება, დისტრიბუცია, მშენებლობა თუ ჰოლდინგი: ყველგან, სადაც მონაცემების დიდი მოცულობაა და მათი სწორი ანალიზი გადამწყვეტია.
BiFinance ავტომატიზებული ფინანსური რეპორტინგი

რატომ უნდა ენდოთ Bivision-ს?

●  გამოცდილება: 8 წელი ბაზარზე, 30+ წარმატებული პროექტი და 1C პლატფორმის (Balance-ის ბაზა) სიღრმისეული ცოდნა

სისწრაფე: გამზადებული “კონექტორი”, ინტეგრაციას მხოლოდ 1-2 კვირა სჭირდება

უსაფრთხოება: ჩვენ გვჭირდება მხოლოდ Read-only წვდომა. Balance-ს მონაცემებში ცვლილება არ ხდება.

პერსონალიზაცია: თითოეული დეშბორდი მორგებულია თქვენს ბიზნეს-ლოგიკასა და ბიზნეს საჭიროებზე.

სპეციალური პირობები: Balance-ის (პირველი 20) კლიენტებისთვის 10%-იანი სპეციალური ფასდაკლება.

bivisionbevisionEdit Profile

 როგორ დავიწყოთ?

დაიწყეთ მონაცემების გამოყენება ბიზნესის ზრდისთვის. ინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივია:

* კონსულტაცია (Demo): გვიკავშირდებით და გიჩვენებთ Demo-ს (30 წუთი)
* მონაცემებზე წვდომა: გვაძლევთ Read-only წვდომას Balance-ზე.
* ინტეგრაცია: 1-2 კვირაში პირველი დეშბორდები მზადაა.
* ტრენინგი: ვატარებთ ტრენინგს თქვენი გუნდისთვის.
   * გამოყენება: აქტიურად იყენებთ ყოვედღიურ გადაწყვეტილებებში

გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო პროგნოზირებადი და მოგებიანი. დაგვიკავშირდით დღესვე:
კონტაქტი: 📞 +995 593 255 385 📧 info@bivision.ge 🌐 www.bivision.ge

ან უბრალოდ უთხარით თქვენს Balance-ის Account Manager-ს: „მინდა Bivision-ის BI ინტეგრაცია.



P.S. მონაცემები თქვენს ბიზნესში უკვე არსებობს. ჩვენი მიზანია, ეს ინფორმაცია თქვენს მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად და სტაბილური ზრდის გარანტიად ვაქციოთ

<br>

ისინი მართავენ მონაცემებით

დაგვიკავშირდი

დაიწყე გამოყენება დღესვე

სცადე დემო და გაიმარტივე მონაცემებით მართვის პროცესი

დაგვიკავშირდი